კირვალიძე: დაიარებით მოსკოვში "პაკლონზე", იქნებ ფინანსები გამოსტყუოთ "კგბ"-ს პოლკოვნიკს...


     პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     მავანნი, ტყუილად ირჯებით! ავტონომიურად, ცალ-ცალკე, მცირე თუ დიდი ჯგუფები რომ დაიარებით მოსკოვში "პაკლონზე", იქნებ ფინანსები გამოსტყუოთ "კგბ"-ს პოლკოვნიკს და სამაგიეროდ, რას არ პირდებით იქაურ "პატრონებს", - ლამის, ქართველების საზეიმო დახვედრას თბილისის აეროპორტში! არაფერი გამოგივათ თანამედროვე ორჯონიკიძეებო, ერთი კი არა, 10 "შულავერის კომიტეტი" რომც შექმნათ იცოდეთ, - უფროსს თაობაზე რომ არაფერი ვთქვა, 1990-2020 წლებში დაბადებული ქართველების ახალგაზრდა თაობა, საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირება და არავის დაუთმობს, მითუმეტეს, ოკუპანტი და ჩვენი ტერიტორიების მიმტაცებელი რუსეთის მორჩილებას, ისინი არასოდეს დათანხმდებიან!
 
     ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ, როდესაც რუსეთი შეწყვეტს აფხაზეთ-ცხინვალის ოკუპაციას და ქართველთ მოძულე სეპარატისტების მხარდაჭერას, მხოლოდ ამის შემდეგ, შესაძლებელი გახდება მასთან ყოვლისმომცველი და ურთიერთ კომპრომისული შეთანხმების მიღწევა, - საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის სრული პატივისცემის და ხელშეუხებლობის პირობებში! ვისთვისაც საქართველო და მისი სახელმწიფოებრიობა უმთავრესია, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი, ქართველი ახალგაზრდების გვერდით უნდა ვიყოთ, ისინი დავიცვათ ულტრალიბერალური და ანტიეროვნული პროპაგანდისაგან, ამავდროულად, ცრუპატრიოტული რიტორიკისგანაც, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ეროვნულ იდეალებთან, პირიქით, სხვადასხვა ხერხით იბრძვიან მის წინააღმდეგ! 

     პ.ს. ახლა, რაც დავწერე ჩემი ფანტაზია არ გეგონოთ, გამოცდილი, საიმედო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველი, ჭეშმარიტად პატრიოტი ადამიანების მიერ უცხოეთიდან მოწოდებული, მეტად საყურადღებო ინფორმაციაა! - წერს ჯუმბერ კირვალიძე. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно