გიორგი ვაშაძეს მისი პარტიის რეიტინგი ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს – დეკანოიძე


     გიორგი ვაშაძეს მისი პარტიის რეიტინგი არ უნდა აძლევდეს ამ ამბიციების საშუალებას, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის პროდასავლური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას აპირებს.

     დეკანოიძე გიორგი ვაშაძეს ურჩევს, ამომრჩევლის ნებას პატივი სცეს.

    „მინდა, გიორგი ვაშაძეს ერთი რამ ვურჩიო – საკუთარი ამომრჩევლის ნების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ იქნება მთავრობაში, ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი და არა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების. შესაბამისად, ვფიქრობ, ასეთი განცხადებები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. თუ ბოლო კვლევებს გადავხედავთ, გიორგის მისი პარტიის რეიტინგი ამის აფიშირების და ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. მთავარია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა პატივი სცეს ამომრჩეველს.

     ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილების შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამიტომ მე ზედმეტადაც მიმაჩნია ახლა რაიმე სახის მთავრობაზე საუბარი", – განაცხადა დეკანოიძემ.

    
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно