,,განხორციელებული სარაკეტო დარტყმები წარმოადგენს შესაბამის და აუცილებელ პასუხს"– ჯანელიძე


      საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კოალიციის მიერ სირიის დედაქალაქზე განხორციელებულ იერიშს ტვიტერზე ეხმაურება.
     
     ჯანელიძის განმარტებით, „აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები დროული და აუცილებელია.
 
     „აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები იმ სამიზნეებზე, რომელიც დაკავშირებულია ქიმიური იარაღთან, წარმოადგენს შესაბამის და აუცილებელ პასუხს მოქალაქეების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და ამაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ."- აღნიშნა ჯანელიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно