მარგველაშვილმა საზეიმო ოფიციალურ მიღებაზე საერთაშორისო დელეგაციებს უმასპინძლა


     საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, საერთაშორისო დელეგაციებისათვის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

      გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ირაკლი კობახიძემ საქართველოში დამოუკიდებლობის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სამუშაო ვიზიტად მყოფ 20- მდე უმაღლესი დონის დელეგაციის ლიდერებსა და პრეზიდენტებს უმასპინძლეს.

     სტუმრებს პრეზიდენტის სასახლის ფოიეში მოწყობილი გამოფენა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დაათვალიერებინა.

      საზეიმო დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებმა სიმბოლურად, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

     სტუმრებს პრეზიდენტის სასახლის ფოიეში მოწყობილი გამოფენა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დაათვალიერებინა.

     საზეიმო დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებმა სიმბოლურად, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно