სერგეენკო არის ჩვენი გუნდის წევრი, იყო და იქნება – მამუკა ბახტაძე


     „მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ," - ამ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. 

     მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით სეერგენკო თანამდებობას დატოვებს. თუმცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ გუნდში ახალი სისხლია საჭირო და ამის შესახებ "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ განაცხადა. 

     პრემიერი ამბობს, რომ დავით სერგეენკო გუნდის წევრად რჩება. 

     „მოდი მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი. დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი... მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, რომელიც ბოლო 2 წელია მესმის, კიდევ ალბათ, მომავალშიც გაგრძლედება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი... დათო არის ჩვენი გუნდის წევრი, იყო და იქნება, რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. პირველი იქნებით ვინც გაიგებთ,"-აცხადებს ბახტაძე. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно