ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელოს და გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა


     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა (GGF) და ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის ორგანიზებით, გაიმართა ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყანაში მმართველობითი რეფორმის განხორციელებისთვის.

     ღონისძიება გახსნეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

     საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კარგი მმართველობის ფონდის ექსპერტმა, ლიამ ფიცპატრიკმა და ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის სახელმწიფო შიდა კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რაიმონდ ჰილმა.

     "დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია. იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მენეჯმენტის ახალი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელსაც მაქსიმალურად ლობირებს ევროპის საბჭო. ფინანსური მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემის დანერგვა, გულისხმობს ეფექტიან მართვას და ხარჯების ეფექტურად გამოყენებას," - აღნიშნა ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის სახელმწიფო შიდა კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რაიმონდ ჰილმა.

     საჯარო დისკუსიის ფარგლებში საჯარო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: დაწესებულებებში ეფექტიანი კონტროლის სისტემის ფუნქციონირება, არსებული რისკების გამოვლენა, უწყების წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, მონიტორინგის საკითხები.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно