7 ცხოვრებისეული ხერხი, რომელიც დროის და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ


      თანამედროვე ცხოვრების ტემპი დამღლელია – მეტი გააკეთე, მეტი წაიკითხე, მეტი შეიძინე, მეტი, მეტი, მეტი! ამ აურზაურში ზოგჯერ მოგინდება მშვიდად  იცხოვრო, სადმე პატარა სახლში ტბის პირას… ჩვენ გასწავლით, როგორ  გაიმარტივოთ ცხოვრება პროვინციაში გადასახლების გარეშე.

     1.გამოიყენეთ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი. რა თქმა უნდა მის გარეშე მთლად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ხანდახან სასწრაფო ზარის განხორციელებაა საჭირო, ხოლო ქუჩებში სატელეფონო ავტომატები აღარ მოიძებნება. ამიტომ სმარტფონის მაგივრად შეიძინეთ მარტივი მოდელი, იაფიც დაგიჯდებათ და მესენჯერში და ჩატებში გაუთავებელ ურთიერთობასაც დააღწევთ თავს.

    2 . ჩაჭერით სატელეფონო კაბელი. ციფრული და საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერები ეჯიბრებიან ერთმანეთს არხების რაოდენობაში. მაგრამ თუ თქვენი დრო, ძალა და სურვილი მხოლოდ ერთ–ორი ფილმის ან სერიალის ყურებას ეყოფა, რათ იხდით 500 არხის საფასურს? იმისთვის, რომ ოდესმე იქნებ და მოიცალოთ მათ საყურებლად? დატოვეთ რეალურად საჭირო არხების მინიმალური რაოდენობა, ან საერთოდ მოიშორეთ ტელევიზორი. შესაძლოა, ამის წყალობით ძველებური ოჯახური ტრადიციაც ააღორძინოთ – საუბარი ერთობლივი ვახშმის დროს.

     3. დაშორდით საკრედიტო ბარათბს. შესაძლოა, საკრედიტო ბარათის წყალობით ცოტა მეტად მდიდრად ვგრძნობთ თავს, ვიდრე სინამდვილეში, თავს უფლებას ვაძლეთ შევიძინოთ ის, რისი შეძენის შესაძლებლობა საერთოდ არ გაგვაჩნია. მაგრამ მერე საკრედიტო ბარათი ტვირთად გვაწვება, გამუდმებით გახსენდებათ, რომ ბანკის მევალე ხართ. ამიტომ მოიშორეთ საკრედიტო ბარათები და დაიწყეთ ბიუჯეტის დაგეგმვა. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ თანდათანობით შეეჩვევით ხარჯების მართვას.

      4.გაათავისუფლეთ სახლი უსარგებლო ნივთებისგან. უსარგებლო ნივთები ტყუილად იკავებენ ადგილს თქვენს სახლში, გიშლით ნორმალურ ცხოვრებას და გამუდმებით გაიძულებთ ფიქრს, სად რა დადოთ. გადააგდეთ ან გაყიდეთ ყველაფერი, რასაც არ ხმარობთ. მიღებული თანხით შეგიძლიათ საბანკო დავალიანების დაფარვა.

    5.შეწყვიტეთ ყოველთვიური არამიზნობრივი ხარჯები. სპორტკლუბის წევრობა, სადაც კვირაში ერთხელ თუ მიხვალთ; მობილური ინტერნეტ–პაკეტი, ციფრული ტელევიზიის 500 არხიანი პაკეტი და ბევრი სხვა უსარგებლო ხარჯი, რომელსაც თქვენ ეწევით, ასუსტებს თქვენს ბიუჯეტს. სპორტკლუბის მაგივრად პარკში გაისეირნეთ, მაინც მეტ დროს ვარჯიშს ვერ უთმობთ, ტელევიზიაზე უკვე ვისაუბრეთ, ხოლო მობილური ინტერნეტიც შესაძლოა არ გჭირდებათ, იმ მოცულობით მაინც, რომელიც გაქვთ შეძენილი. ხშირად, ინერციით ვხარჯავთ ფულს, ამიტომ დაფიქრდით, მართლაც გჭირდებათ ის, რის შეძენასაც აპირებთ?

    6.ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს. დაიწყეთ ხარჯების ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ რუტინული საქმეა, ძალზე წაგადგებათ. ასე გააცნობიერებთ, სად და რისთვის იხარჯება, თქვენი ფული და ნერვები.

    7. ყურადღება მიაქციეთ თქვენს დროს. ჩაიწერეთ, სად, რამდენს და რისთვის ხარჯავთ დროს. განსაზღვრეთ სამუშო, დასვენების და საშინაო საქმეების დრო, ასე გააცნობიერებთ, რომ რაღაც უსარგებლო საქმეებზეც ტყუილად გეხარჯებათ დრო.

    დრო და ფული – ადამიანისთვის ფასეული რესურსია და მარტივი ცხოვრების პირობებში ეს ორი რესურსი იზრდება. ზუსტად ესაა მარტივი ცხოვრების უპირატესობა ამ ქაოსურ, თანამედროვე სამყაროში.                                            
     
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://premiumi.ge/?p=4341