,,ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე გადაწყვეტილება, ვტოვებ თანანმდებობას"– კვირიკაშვილი


       პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა. 

     „დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
   
    კვირიკაშვილის განმარტებით, მას მიუღია საკუთარი თავის საზიანო გადაწყვეტილებები, თუმცა ქვეყნის სასიკერთოდ ნაკარნახევი.

  ,,მე რა თქმა უნდა ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე, აქედან გამომდინარე ვხედავ გუნდში განწობებს და რა თქმა უნდა მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. ჩემთვის ეს თანანმდებობა ყოველთვის იყო ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება, რომ ადამიანს დაეკისროს. ყოველთვის ვცდოლობდი უდიდესი პატივით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მე ვეცადე ვყოფილიყავი თოთოეული მოქალაქის პრემიერ–მინისტრი, დიახ მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის მთელი გულით მჯეროდა და მჯერა ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოთ ნაკარნახევი და იმისთვის რომ ქვეყანაში სიყუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა,"– აღნიშნა კვირიკაშვილმა.
 
 



 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно