,,აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა ყველა მტკივნეულ საკითხზე სათანამშრომლოდ" –მჟავანაძე


       ,,აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა ყველა მტკივნეულ საკითხზე სათანამშრომლოდ,"– ამის შესახებ, ნიკოლოზ მჟავანაძემ აზერბაიჯანის ელჩის პირველ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების"თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა საინგილოში მყოფ ქართველებს გიორგობა პირადად ილჰამ ალიევმა მიულოცოს.
 
      ,,აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით დღეს შედგა შეხვედრა ელჩის პირველ მდივანთან ვუგარ მუსტაფაევთან და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან. 23 აპრილს ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ'' აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს გაუგზავნა წერილი სადაც საუბარი იყო საინგილოში ქართველთა შევიწროებაზე, ეკლესიების სავალალო მდგომარეობაზე, სკოლების დახურვაზე, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ქართველთა შევიწროებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
 
     ილჰამ ალიევმა საკითხის შესწავლა დაავალა საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და დღეს აზერბაიჯანის ელჩის დურსუნ ჰასანოვის ხელმოწერით გადმოგვეცა წერილი ასევე დოკუმენტაცია რომელიც ეხებოდა წერილში დასმულ საკითხებს. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა ყველა მტკივნეულ საკითხზე სათანამშრომლოდ, ასევე არ გამორიცხა მომავალ გიორგობას ილჰამ ალიევის საინგილოში ჩასვლა ქართველებისთვის გიორგობის მისალოცად.
 
     საელჩომ გამოთქვა პოზიცია რომ როგორც აზერბაიჯანული კერძო კომპანიები ეხმარებიან ქართულ და აზერბაიჯანულ სკოლებს საქართველოში, ასვევ ქართველმა ბიზნესმენებმა გააკეთონ იგივე საინგილოში. საელჩოს მიერ გამოითქვა მყარი პოზიცია ქართული ტაძრების დახმარებისა და უარყოფილ იქნა ინფორმაცია ზაქათალაში ქართული გვარისა სახელის არჩევასთან დაკავშირებით. ჩვენ და შეხვედრაზე მყოფ ჟურნალისტებს საელჩომ შესთავაზა სპეციალური ტურის მოწყობა საინგილოში რათა ადგილზე იქნას ნანახი და შესწავლილი ყველა მტკივნეული საკითხი,"– აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно