ივანიშვილის ,,ქართულ ოცნებას" არ მივცემთ საშუალებას ქვეყანა პოლიტიკურ ჭაობში დატოვოს – ბოკერია


      ,,ქართულ ოცნებას” არ მივცემთ საშუალებას ქვეყანა პოლიტიკურ ჭაობში დატოვოს – აღნიშნული განცხადება გიგა ბოკერიამ პარტიის ყრილობაზე გააკეთა, სადაც ,,ევროპული საქართველოს”პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.  

      „ჩვენ ყველანი ერთად და მთელი ქართული საზოგადოება, არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილის ,,ქართულ ოცნებას,” რომ ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკურ ჭაობში დატოვოს. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დააკარგვინოს ისტორიული შანსი, რომ სრულფასოვნად თავისუფალი, ევროპული და კეთილდღეობისკენ სწრაფვაში მყოფი ქვეყანა იყოს. ჩვენ ამის შანსს მათ არ მივცემთ. საქართველო იქნება მართლაც ევროპული, სრულფასოვანი, თავისუფალი, ღირსეული მოქალაქეების მიერ შექმნილი ქვეყანა," - აცხადებს გიგა ბოკერია.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно