,,თბილისი აგრძელებს საერთაშორისო არენაზე რუსეთის მიმართ მტრულ საქმიანობას" - კარასინი


     მორიგი გაფრთხილება ქართულ მხარეს - გრიგორი კარასინმა გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისი აგრძელებს საერთაშორისო არენაზე რუსეთის მიმართ მტრულ საქმიანობას.

     მისი თქმით, საქართველო მონაწილეობას იღებს ნატოს, რუსეთის შეკავების სტრატეგიაში.

     "პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ მსგავსი ქმედებები 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს,"- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

     საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის შესახებ დასმულ შეკითხვის პასუხად კარასინმა თქვა, რომ პოლიტიკურ სფეროში პოზიტიური ტენდენცია არ შეინიშნება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე უარს თბილისი ამბობს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/115536