ჰააგაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა


      ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. 
 
     ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ.

     საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის მნიშვნელობაზე  და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციის შესახებ ისაუბრა. 
 
     ,,ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელიც დაფუძნებული იყო დემოკრატიულ და ევროპულ პრინციპებზე"- განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.
 
     ღონისძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომელმა ირინა დოლიძემ საქართველოს კულტურის, ტურისტული პოტენციალისა და ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.
 
     ღონისძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინიციატივით და საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно