,,ბადრის მკვლელობა წარმატებით გრძელდება დღევანდელი ,,იმედის" სარედაქციო პოლიტიკით"– ხუხაშვილი


      პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
      ,,კიდევ ერთხელ, ბადრის საქმესთან დაკავშირებით:

     ბადრის ნეიტრალიზაცია მაშინდელი ხელისუფლების სასიცოცხლო ამოცანა იყო და დარწმუნებული ვარ ასეთი გეგმები არსებობდა. თუმცა, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, 2 ნოემბრის შემდეგ მისი ლიკვიდაცია, ფაქტობრივად გარდაუვალს გახდიდა გაჩეჩილაძის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში. მიშას ეს მშვენივრად ესმოდა, ამიტომ დაიგეგმა არა ფიზიკური, არამედ მორალური განადგურება, დისკრედიტაცია, რაც სამწუხაროდ მაშინ მოახერხეს კიდეც.

     საზოგადო მოღვაწე კვდება არა მაშინ, როცა ფიზიკურად ანადგურებენ, არამედ მაშინ, როდესაც ინგრევა მისი მემკვიდრეობა. ამ გაგებით, ბადრის მკვლელობა, რაც მიშამ დაიწყო, ახლაც წარმატებით გრძელდება. ასეთივე მკვლელობის აქტია, მაგალითად, დღევანდელი ტვ იმედის სარედაქციო პოლიტიკა, რაც თავდაყირა აყენებს მის იმედებს და მემკვიდრეობას."–
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно