,,ამერიკელები ფრთხილობენ, რადგან ხალხს მათ მიერ "გამოკვებილი" ,,ნაცები" და ,,ქოცები" ყელში ამოუვიდა"– პოლიტოლოგი


     ამ ერთ თვეში, ბევრი კულუარული შეხვედრა გაიმართება... ამერიკელები ფრთხილობენ, რომ სადავეები არ გაექცეთ ხელიდან, თორემ ხედავენ, რომ ქართველ ხალხს, მათ მიერ "გამოკვებილი" ნაცებიც და ქოცებიც ყელში ამოუვიდა! "მესამე, უკონტროლო პოლიტიკური ძალის" ჩამოყალიბება კი, შეიძლება სპონტანურად მოხდეს (სოციალ-ეკონომიკურად გაწამებული და გაჭირვებული ხალხის დიდი საპროტესტო ტალღა) და სწორედ ამის ეშინიათ, როგორც ქოცნაცებს, ისე მათ საერთო პატრონს!...
 
     დანარჩენი კი, რაც ბინძური საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება, ქართველი ხალხის დასაბნევად არის გამიზნული!.. ქოც-ნაცებს ყოველთვის "მომრიგებელი ეყოლებათ", რომელიც სრულად აკონტროლებს მათ და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ტემპერატურას, ხან აწევენ და ხან დაწევენ, შედეგი კი ერთი და იგივე იქნება, - ხან ქოცი იქნება ხელისუფლებაში და ხან ნაცი! კოაბიტაცია და პორტირებაც ამიტომაა "მოგონილი"! ასე რომ, იფიქრეთ ქართველებო, დღეს და ხვალ, გაწყობთ თქვენი ოჯახებით, რომ ასეთ საქართველოში იცხოვროთ?!
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно