,,პრეზიდენტის პრეროგატივაა, ვის მიიყვანს ადმინისტრაციაში"– ნუკრი ქანთარია


     პრეზიდენტის პრეროგატივაა, ადმინისტრაციაში ვის და როგორ მიიყვანს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

     ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, ადმინისტრაციაში თანამშრომლების ნაწილიც დააბრუნოს.

     „გაირკვევა, ვინ იქნება მის სივრცეში. ეს არის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. ჩვენი ჩარევა გამორიცხულია. ალბათ, აწონ-დაწონის ვინ როგორი კვალიფიკაციის იქნება”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/nukri-qantaria-prezidentis-prerogativaa-vis-miiyvans-administraciashi/