,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ თელავიდან დაიწყო


     საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თელავიდან დაიწყო კამპანია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი", რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

     წელს საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.
აღნიშნული კამპანიის პირველი შეხვედრა ამ წუთებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

     თელავის უნივერსიტეტში გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან ერთად მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის მიეძღვნა.

     გამოფენა კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე იქნება წარმოადგენილი, რათა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიეცეთ შესაძლებლობა გაიაზრონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპები.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно