თუ არ გეშინიათ, დამიბრუნეთ პასპორტი - სააკაშვილი პოროშენკოს მიმართავს


     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, პასპორტი დაუბრუნოს.

    მისივე თქმით, უკრაინის სასამართლოებში მისი საქმის განხილვას განზრახ აჭიანურებენ, რათა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა ვერ შეძლოს.

     „პოროშენკოს ადმინისტრაციის ზემოქმედების გამო, ჩემი საქმის განხილვა ამ დრომდე უკრაინის სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლოები არ იღებენ გადაწყვეტილებას. არ სურთ, სტრასბურგში წავიდე, რადგან ევროპული სასამართლო მოქალაქეობას მაშინვე დამიბრუნებს. თუ არ გეშინიათ, მართლაც ასეთი მამაცი ხართ და მართლა გადაწყვიტეთ შეიცვალოთ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, კანონიერად მოიქცეთ და დამიბრუნოთ უკრაინის მოქალაქეობა. 24 საათს არ მოგცემთ, მეორე ტურამდე დრო საკმარისია", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно