არ დავუშვებ, წმინდა დღე, როდესაც მამაჩემის სისხლი დაიღვარა, ვინმეს ირონიის საგნად ვაქციო – რუსუდან შარაძე


       არ დავუშვებ, რომ 20 მაისი - ეს ჩემთვის წმინდა დღე, როდესაც მამაჩემის სისხლი დაიღვარა, ვინმეს ირონიის საგნად ვაქციო– ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში აცხადებს.
 
      მისი თქმით, 20 მაისს, გურამ შარაძის მკვლელობის ადგილას პროტესტის ნიშნად არ მივა.   
 
,,ეს დღეები, მინდა რამე დავწერო, მაგრამ დაშრა სიტყვები და ფანტაზია. როგორც არასდროს, ისე მომბეზრდა ყველაფერი და გული მერევა ვითარებაზე, ზოგადად...

    20 მაისს, მამაჩემის მკვლელობიდან 12 წელი გადის! თბილისში ვერ და არ ვიქნები. 

    ვინც მელიქიშვილზე ერთხელ მაინც მოსულხართ, დამეთანხმებით, რომ ყოველი ჩვენი შეკრება, გლოვაზე მეტად, სიყვარულის დღედ გადაიქცევა ხოლმე. ეს მაბედნიერებს!  თქვენ მაბედნიერებთ! 
 
     თუმცა, წელს - არა.
 
     18 ნოემბრის შემდეგ, ბოლო აქცია რომ გავმართეთ, აზრს ვერ ვხედავ.

     მაპატიებს მამაჩემი. ადრე, შევპირდი, რომ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, თბილისში ჩავიდოდი და 20 მაისის საღამოს, მელიქიშვილზე ვიდგებოდი.

    ასეც იქნება, მაგრამ ახლა, სხვა არ ვიცი, რა გავაკეთო, რით გამოვხატო პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც სახელმწიფომ გურამ შარაძის წინააღმდეგ ჩაიდინა.

    რაც მთავარია, არ დავუშვებ, რომ 20 მაისი - ეს ჩემთვის წმინდა დღე, როდესაც მამაჩემის სისხლი დაიღვარა, ვინმეს ირონიის საგნად ვაქციო"– წერს რუსუდან შარაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно