„მთავარია, ამ საკითხს მშვიდად შევხედოთ... აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა"– კობახიძე


    აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, აქედან გამომდინარე ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

     როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სამართალდამცველების ამოცანაა, რომ ადგილზე რაიმე ტიპის პროვოკაცია არ მოხდეს და წესრიგი იყოს დაცული.

    „მთავარია, ამ საკითხს ჩვენ მშვიდად შევხედოთ. ყველა საკითხი მოლაპარაკების რეჟიმში გადავწყვიტოთ, რომელიც დავით გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. აქ საქმე ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან გვაქვს. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი. სასურველია, ჩვენ ამ ოფიციალურ ფორმატს დაველოდოთ და სხვა ტიპის ზომებზე ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. ყველანაირი რესურსი არის, რათა მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან სწორად დასრულდეს. 
 
     საზღვარი საჭიროებს დემარკაციას და დელიმიტაციას. რაც ჩვენთვის გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. მათ შორის, დელიმიტაციისა და დემარკაციის კუთხითაც. არის სირთულეები. სირთულეები, რომ არ იყოს, ამაზე დისკუსია 20 წლის განმავლობაში არ გაგრძელდებოდა. ამ ყველაფერს ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, საკითხის წამოწევა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთადერთი სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტის ორ მეგობარ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დაჯდომაა. ასე უნდა გადაწყდეს დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხები", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно