ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს


    ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

    ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა. განცხადება კახა კალაძემ გააკეთა.
 
     „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ... ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება," - განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.

      ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно