ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური, ვერ გაბედა! – ნიკა მელია


    საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლის შედეგი, ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური, ვერ გაბედა! 92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახე გუშინ, რომლებიც თითქოს ამსჯელეს, რომ მელია არის დამნაშავეო. იმ საფრთხეების წინაშე დადგა ივანიშვილი, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა რაც გააკეთა,"- ასე გამოეხმაურა ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას გირაო შეეფარდა.

     მელიამ იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.

     "მივმართავ იმ 92 დეპუტატს, აბრძანდით ახლა და მიბრძანდით თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან, რა გაგიკეთათ. გაგაშიშვლათ,ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად. 

     სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მე მოსამართლეს ვუთხარი, რომა რ შემიცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შესახებ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება" – განაცხადა ნიკა მელიამ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно