საქართველოში აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი ჩამოფრინდა


     საქართველოში პირველად აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 Poseidon-ი ჩამოფრინდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

     მათივე ინფორმაციით, ამ ისტორიული ვიზიტისას P-8 Poseidon-მა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა.

    „საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას", - აღნიშნავენ საელჩოში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно