„რუსთავი 2“-ის შენობაში განთავსებული კონტრაქტორი საწარმოს „ინტერმედიას“ ოფისში გამომძიებლები იმყოფებიან


     თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შენობაში განთავსებული კონტრაქტორი საწარმოს „ინტერმედიას" ოფისში, პროკურატურის გამომძიებლები მუშაობენ. მიმდინარეობს დოკუმენტაციის ამოღება.

     პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედების მიზანია, რომ სამარალდამცველებმა „რუსთავი 2"-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი ფირმიდან დოკუმენტაცია ამოიღონ.

     პროკურატურამ გუშინ „ინტერმედია" ჯგუფის კუთვნილი დოკუმენტაცია, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ოფისიდანაც ამოიღო, გვიან ღამემდე იკითხებოდა „ინტერმედიას" ხელმძღვანელიც. ამავე საქმის ფარგლებში დღეს „რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია, საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

     გენერალურმა პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2"-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია" და „ინტერ მედია პლიუსიდან", გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/rustavi-2-is-shenobashi-gantavsebuli-kontraqtori-sawarmos-intermedias-ofisshi-gamomdzieblebi-imyofebian/