ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ მედია, დემოკრატები და ყალბი ამბები კმაყოფილები დარჩნენ - ტრამპი


     აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ მედია, დემოკრატები და ყალბი ამბები კმაყოფილები დარჩნენ. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

     „ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ მედია, დემოკრატები და ყალბი ამბები კმაყოფილები დარჩნენ. მე ამას მივხვდი. ჩემმა ადმინისტრაციამ საოცრად იმუშავა კრიზისის დროს და მოაგვარა ხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტის პრობლემა. ამის შესხებ კი არავის არაფერი უთქვამს. ახლა ჩვენ გერმანიას ვეხმარებით და სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, ნიგერიასაც, სადაც ვაგზავნით ხელოვნური სუნთქვის აპარატებს. ერთ თვის წინ კი ჩვენთვისაც კი არ გვყოფნიდა ეს აპარატები", – განაცხადა ტრამპმა.

     ამავე გამოსვლაში ტრამპმა გააკრიტიკა ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.

     „ვუყურე მას ტელევიზორში. მთელი გადაცემის განმავლობაში იმეორებდა – ტესტირება, ტესტირება, ტესტირება. გუშინ გაჩვენეთ მონაცემები, სადაც ნათლად ჩანს, რომ აშშ ტესტირების მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველია. კიდევ ერთ რამ არის საინტერესო – რადგან ჩვენ ჩავატარეთ ამდენი ტესტი, ამიტომ მეტი შემთხვევა გვაქვს. ცოტა ტესტი რომ გაგვეკეთებინა, მაშინ საერთოდ არ გვექნებოდა შემთხვევები. ამ დროს მთავარი ამბავი არის, რომ აშშ შემთხვევების რიცხვით პირველია. ეს არაა მართალი. ჩინეთს აქვს მეტი შემთხვევა და სხვა დიდ ქვეყნებსაც", – განაცხადა ტრამპმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно