„ვლადიმერ პუტინი დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში - გახარია


     საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული და დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მარკუეინ მალინის სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხო განუცხადა.

     „მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს პარლამენტარებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ისე ის რეკომენდაციებიც, რომლებიც ახლა პროცესშია და დარწმუნებული ვარ, მიიღებენ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

     მანამდე ამერიკელმა კონგრესმენმა სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის მხარი უნდა დაუჭიროს".

     „ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. დააკვირდით საქართველოში არსებულ ვითარებას, რომ ნახოთ ეს გავლენა მათზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის", - წერს მალინი.

     კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირეს უწოდებს. მალინის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონგრესმენის სტატია პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно