,,რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, გვჭირდება თუ არა საერთოდ ყვითელი მიკროავტობუსები"– კალაძე


      დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტებთან ყვითელ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

      კალაძის თქმით, რამდენიმე თვეში გადაწყდება სჭირდება, თუ არა დედაქალაქს ყვითელი მიკროავტობუსები.
 
     ,,რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, თუ როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორ უნდა მოდიოდეს კვეთაში ავტობუსები მეტროსთან მიმართებაში, თუნდაც, ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებაში, გვჭირდება თუ არა საერთოდ ყვითელი მიკროავტობუსები. ყვითელ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით კვლევის შედეგებს, რომ გვქონდეს სრული სურათი, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან დაკავშირებით. სატრანსპორტო მასტერპლანის კვლევა დაწყებულია და რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, თუ როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი...როდესაც კვლევა გვექნება, შემდეგ უკვე მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება და ამასაც გავაცნობთ მოსახლეობას," - განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно