გუგეშაშვილი: ,,ფაქტია, რომ ეს მახინჯი ვიღაცის დავალებას ასრულებდა"


     რეანიმაციიდან პალატაში გადაყვანის შემდეგ დოდო გუგეშაშვილი ,,კურიერს” ესაუბრა.  მისი თმით ადამიანი, რომელიც მას რამოდენიმე თვის წინ გაეცნო, მის ოჯახზე თავდასხმას გეგმავდა.
 
     „ემზადებოდა ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზით იმ შედეგისთვის, რაც დადგა. შედეგი დადგა ის, რომ ორთავე მოგვკლეს და არ ვიცი. რატომ," - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

      გუგაშვილი იხსენებს, რომ მას ვინმე ზურამ სახლში შესვლიდან რამოდენიმე წუთში ესროლა. დაჭრილი სახლიდან იმიტომ გაიქცა, რომ მკვლელი მისი შვილისთვის მოეცილებინა. 

     ,,ჩემს შვილს ეძინა. შუქი ჩაქრა მისი მოსვლიდან, ალბათ სამ წუთში. მინდოდა მენახა ხომ არ გავიდა ელექტროენერგიის გადახდის ვადა, საძინებელში შევედი ქვითრის სანახავად და იქიდან გამოსულს მესროლა სამზარეულოში. გასროლის წინ ისევ ქარვაზე მესაუბრებოდა, თქვა, რომ მისი პარტნიორი ისევ დაუკავშირდა. ამის შემდეგ გავიქეცი. დავინახე ცეცხლის ალი, სუნით მივხდი, რომ ესროლა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ მე გამომყოლოდა და ჩემი ვაჟისთვის არაფერი დაეშავებინა. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა." 

     გუგეშაშვილი მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობს. იგი გასული საუკუნის დაპირისპირებას და ომს კატეგორიულად გამორიცხავს. 

     ,,ჯერ საერთოდ რატომ უნდოდა, რომ ჩემი ოჯახი ამოწყვეტილიყო, ესეც არ ვიცი. მაგრამ ფაქტი იყო, რომ ეს მახინჯი ვიღაცის დავალებას ასრულებდა. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ ფაქტს ომისგან. მთელმა საქართველომ გავიარეთ ომი, უმძიმესი ეპოქა. ეს ეპოქა დასრულდა, როცა ადამიანი ომში ხარ და იარაღი ხელში გიჭირავს არც ერთი მხარე არ ფიქრობს კონკრეტულ ობიექტზე. არასოდეს კონკრეტული ობიექტი არ მყოლია. ომი არის ყველაზე საშინელი რამ კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ომსაც თავისი წესები აქვს. ამ წესებს არასოდეს გადავსულვარ” – აღნიშნა გუგეშაშვილმა. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно