ვადაგასული და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა – სეს–ი


     აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

     სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. კონტროლდება როგორც ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

     სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად აგრარულ ბაზრებში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, თუმცა გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველეობის გარეშე ხორცის რეალიზაციის ორი და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - სურსათი დაილუქა და ამოღებულია ბაზრიდან, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.

     სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები და შეუძლებელია მიკვლევადობა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно