სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა


     სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. imedinews-ის ინფორმაციით, სეტყვამ სოფელ შილდაში, დაახლოებით 300 ჰექტარი ვენახი გაანადგურა.

     ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვას თან ძლიერი ქარი ერთვოდა, რამაც რამდენი ხე მოგლიჯა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა. ამ მიზეზით თელავი - ყვარლის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხდა. გზა უკვე გაწმენდილია და ამ მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია.

     ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ეფექტურად იმუშავა, რამაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზარალის მოცულობა შეამცირა.

     რა ფორმით აუნაზღაურდებათ ზარალი მევენახეებს, ჯერჯერობით უცნობია. ყვარლის მერიაში შემქნილი სპეციალური კომისია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/104127/stiqiam-kvarlis-munitsipaliteti-daazarala