ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი - პატრიარქი


     ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.

     „უფალი ბრძანებს, და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ეს ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის სახელზე. ეს კიდევ მოწმობს იმის შესახებ, რომ საქართველო იმყოფება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ. მთელი ერი მოხარული ვართ იმით, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე. განგებამ ღვთისა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა დედამ და მას ხვდა წილად ივერია. იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის. ქრისტე აღსდგა. ჩვენთან არს ღმერთი. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა", – განაცხადა ილია მეორემ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно