მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე მსვლელობით აღნიშნა


     მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე მსვლელობით აღნიშნა. ისინი "რესპუბლიკის მოედანზე" შეიკრიბნენ და მსვლელობით სამების ტაძარში მივიდნენ. მსვლელობაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. მათ პარაკლისი გადაიხადეს.

     დღეს ქართული ეკლესია ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავს. საქართველოს საპატრიარქო მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება. 

     სახალხო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.

     ღონისძიებები კი დღის ბოლოს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" მიერ ორგანიზებული კონცერტით დასრულდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/133583