თუ ეს ადამიანები დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით – სასულიერო პირები ლგბტ კვირეულს აპროტესტებენ


     სასულიერო პირები საქართველოში ლგბტ კვირეულის ჩატარებას აპროტესტებენ. ისინი აღნიშნულ ღონისძიებას გარყვნილების პროპაგანდად აფასებენ და აცხადებენ, რომ მშვიდობიანი ფორმით ხელის შეშლას შეეცდებიან. სამღვდელოება ხელისუფლებასაც მიმართავს და მსგავსი საჯარო აქტივობების აკრძალვისკენ მოუწოდებს.  

     "ეკლესია შეეწინაღმდეგება თუ არა ამას? რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ამას აკეთებდა ყოველთვის. რაც არის ჩვენი ძალა პირველ რიგში, ეს არის ქადაგება. თუ ეს ადამიანები დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით. თუ გამოიყვანენ ძალას ჩვენ წინააღმდეგ და გაგვწევენ, დაგვარბევენ, გაიარონ,"- დეკანოზი დავით ნოზაძე.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно