მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან, მადლობელი ვარ თანადგომისათვის - პატრიარქი


      მადლობელი ვარ თანადგომისათვის - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამებაში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
     
      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება.

      "მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა. გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი," - აღნიშნა დღეს ილია მეორემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно