გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა


     ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში − სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში" − გახსნა. დღეიდან ის ახალ მისამართზე (ილია ვეკუას №14) განთავსდა.

     გლდანში საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა და სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში" ფუნქციონირებდა. მისი მომსახურებით სარგებლობს გლდანის, მუხიანის, ნაძალადევისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა, სადაც, ჯამში, 300 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული.

     2017 წელს გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში თვეში, დაახლოებით, 12 000 ტრანზაქცია ხორციელდებოდა, დღეისათვის კი მათი რაოდენობა 20 000-მდეა გაზრდილი. მომხმარებელთა ნაკადის ასეთმა მატებამ საჭირო გახადა საზოგადოებრივი ცენტრის ახალ, უფრო დიდ სივრცეში გადასვლა, სადაც მოქალაქეებს 21 ოპერატორის ნაცვლად 39 ოპერატორი მოემსახურება და სერვისების მიღება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული იქნება.

     დღეისათვის საქართველოში უკვე 74 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მიწოდება თანამედროვე სტანდარტების კომფორტულ გარემოში.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно