მოლდოვაში ქართული ანბანისა და ენისადმი მიძღვნილი გამოფენა-ექსპოზიცია მოეწყო


     მოლდოვაში, ღონისძიების „ენების ფესტივალი" ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ანბანისა და ენისადმი მიძღვნილი გამოფენა-ექსპოზიცია მოეწყო.

     ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში მერაბ ანთაძე.
 
     ფესტივალის მსვლელობისას გაიმართა მცირე ფორმატის ლექცია, რომლის თემატიკაც მოიცავდა ცნობებს ქართული ენის, უნიკალური დამწერლობის, საქართელოს ისტორიის, ტრადიციების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ. ფესტივალზე, რომელზეც წარმოდგენილი იყო 18 ენა საქართველო პირველად მონაწილეობდა.
 
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно