ლიეტუვამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირებზე შეზღუდვები დააწესა


      ლიეტუვამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებზე შეზღუდვები დააწესა.

     ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
 
     ,,ლიეტუვის საგარეო უწყებამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე,  უწყებამ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, რათა ლიეტუვის რესპუბლიკამ ზემოაღნიშნულ სიაში დაფიქსირებულ პირებზე შეზღუდვები გაავრცელოს.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია პირებზე, რომლებიც მონაწილებდნენ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

     სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2018 აგვისტოში  საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 10 წელი სრულდება, რომლის შედეგადაც რუსეთმა  საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა და  საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.

     განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს, ხოლო ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს სამართლის დადგენაში ხელს უშლიან.

     ასევე აღინიშნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების და ადამიანის უფლებების დარღვევევის ფაქტები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასებულია ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ნორმათა დარღვევად.

     განცხადების თანახმად, ლიეტუვა ყოველთვის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ შექმნას ყველა სათანადო პირობა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და ყველა არასამართლებრივი ქმედების აღმოსაფხვრელად.


 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно