დათა თავაძის დედაა ნატო მურვანიძე. ნატო მურვანიძის დედაა მაკა მახარაძე. მაკა მახარაძის მამაა კოტე მახარაძე. კოტე მახარაძე დათა თავაძის დიდი პაპაა! - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქზე წერს:
,,კოტე მახარაძე 2001 წელს 75 წლის გახდა და ყოფილ ქორწინების სასახლეში დიდი იუბილე გადაუხადა ბადრი პატარკაციშვილმა. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შუა ღონისძიებაზე სოფიკო ჭიაურელი წამოდგა და მობილური ტელეფონი მიაწოდა კოტე მახარაძეს. კრემლიდან მისალოცად რეკავდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი.
ჩვენ, მაშინ ჯერ კიდევ არარუსეთუმეები, ვისხედით ტელევიზორებთან და ვუყურებდით, ბატონი კოტე როგორ უხდიდა მადლობას ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს. ამ ფაქტის ამსახველი სიუჟეტი ახლაც დევს 1tv.ru-ზე. იხ. https://www.1tv.ru/…/2001-11-17/271861-75_let_kote_maharadze - წერს ბონდო მძინარაშვილი.