სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა - ნიკოლეიშვილი


     "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა და ძებნილი დაკავებულია", - ასე ეხმიანება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას.

     მისივე თქმით, მისასალმებელია, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, სუს-ი და შსს, სახელმწიფოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის სადარაჯოზე დგანან, შესაბამისად ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, რომ ადგილობრივი და უცხოური რადიკალური ჯგუფები საწადელს ვერ აღწევენ.

     "გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავებიათ, ეგ რომელია იცით, აი, ბიძინა ივანიშვილს რომ ფული მოჰპარა, მერე რადიკალების აქციებს რომ აფინანსებდა, მერე კი საქრთველოდან რომ გაიპარა, მერე მე ვინ დამიჭეროსო...ჰოო, სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა და ძებნილი დაკავებულია. ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც ხედავ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, სუს-ი და შსს, სახელმწიფოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის სადარაჯოზე რომ დგანან. სხვათაშორის ეს ფაქტორი ერთერთ გადამწყვეტია, რომ ადგილობრივი და უცხოური რადიკალური ჯგუფები საწადელს ვერ აღწევენ", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.