უნდა გადავიდეთ ჩვენს საკუთარ სტრატეგიაზე- ერთიან პროტესტზე, არ თანამშრომლობაზე, არ აღიარებაზე, სანქცირებაზე, დასჯაზე ბოროტმოქმედების - ხოშტარია


     პირველ რიგში ვადასტურებ სრულ პატივისცემას მამუკასა, ბადრის და მთლიანად „ლელოს“ გუნდის მიმართ. ისინი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ელემენტი რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

     ხოშტარიას თქმით, „ლელოს“ პოზიციამ გამოიწვია არასასურველი გაურკვევლობა ოპოზიციურ ფლანგზე.

     „რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავხუროთ ეს თემა და გადავიდეთ ბრძოლის იმ ფაზაზე, რასაც ჰქვია თვითმმართველობის არჩევნები და გადავიდეთ ჩვენს საკუთარ სტრატეგიაზე ერთიან პროტესტზე არ თანამშრომლობაზე, არ აღიარებაზე, სანქცირებაზე, დასჯაზე ბოროტმოქმედების. ამიტომ მე საჯაროდაც ვთქვი, რომ მზად ვარ ძალიან პატრიოტული სულისკვეთებით დავჯდე ბატონ მამუკასთან და ცივილიზებულად უნდა ვისაუბროთ. ასევე, ვაფიქსირებ სრულ მზაობას ნებისმიერ ფორმატში შეხვედრის. იმედიანად ვარ, რომ ზუსტად იმ სულისკვეთებით გადავჭრით ამ საკითხს, როგორც გადავჭერით პარლამეტში არშესვლის, არ თანამშრომლობის საკითხი“, – განაცხადა ხოშტარიამ.








წყარო: https://1tv.ge/news/elene-khoshtaria-lelos-poziciam-gamoiwvia-arasasurveli-gaurkvevloba-opoziciur-flangze-vafiqsireb-srul-mzaobas-nebismier-formatshi-shekhvedristvis/