ვინც ამბობს, "დიფ სთეითი" არ არსებობსო, კეთილი ინებეთ, წაბრძანდით და აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელს გაუპროტესტეთ - არჩილ გორდულაძე


     შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადება ოფიციალური თბილისის შეფასება და პოლიტიკური დისკუსია.

     "ქართული ოცნებისთვის" ეს არის იმ არაფორმალური გავლენებისა და მანიპულაციების დასტური, რომელზეც ისინი საუბრობდნენ.

     პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "დიფ სთეითის" დახმარებით ხდებოდა პირდაპირი შეტევა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტზე.

     "ქილიკით რომ საუბრობენ, "დოფ სთეითი" არ არსებობსო და ამ დროს, ამ ყველაფერზე საუბრობს სახელმწიფო დაზვერვაზე პასუხისმგებელი ადამიანი, რომ ამბობს, დიახ, ამ "დიფ სთეითის" დახმარებით ხდებოდა პირდაპირი შეტევა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტზე.

     ვინც ამბობს, რომ "დიფ სთეითი" არ არსებობს, კეთილი ინებეთ, წაბრძანდით და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელს გაუპროტესტეთ - არასწორ ინფორმაციას ავრცელებთო.

     სამწუხარო მოვლენა არის, ნებისმიერი რამე, რაც არ მოსწონს მავანს, რაც მის წისქვილზე არ ასხამს წყალს, თამამად და მარტივად შეუძლია უწოდოს - არა რუსულს. სამწუხაროდ, ასეთ დეზინფორმაციულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/320337