ჟურნალისტი ანა ქევხიშვილი, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელი ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემთხევაში, მოსახლეობას ქალაქის სრულ პარალიზებას ჰპირდება.
მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, პოლიტიკოსი ამომრჩეველს პირდებოდეს იმის პარალიზებას და კოლაფსს, გამარჯვების შემთხვევაში, რისი წინსვლა და განვითარებაც მისი პრიორიტეტიც უნდა იყოს. ალეკო ელისაშვილს როგორ უყვართ ქალაქი და ქვეყანა, ამ განცხადებიდან თვალნათლივ გამოჩნდა. ან ვინ აგირჩევთ? რამოდენიმე ტვინნაღრძობი აკაცუკის გარდა? ეს განცხადება არის თვითლიკვიდაციის საუკეთესო მაგალითი"- წერს ანა ქევხიშვილი.
„მივიდეთ ამ არჩევნებზე, არ შემოვხაზოთ ეს კალაძე, დავუდოთ მეორე ტური. მინდა, ყველას ვკითხო. ყველას პატივისცემას ვუდასტურებ, ვისაც უნდა მათი დამარცხება. უბრალოდ, მე მინდა, გკითხოთ, თეორიების დაშვებით ვილაპარაკოთ: თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან. მოდით, დაშვებები გავაკეთოთ, არ გვინდა მარტო ლანძღვა, ამდენი ხანი ხომ მლანძღავთ, არა? ვინც მლანძავს, კიდევ ვიტყვი, გამოვიდეს და მითხრას, ჩემზე მეტი თუ აქვს გაკეთებული. ვინც ჩემზე მეტი გააკეთა, ვენაცვალე ჯიგარში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
