"დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ" - პაატა ბურჭულაძე


     "დღეს ჩვენ ვერ წავაგებთ, დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, დღეს უნდა გავიმარჯვოთ", - ამ სიტყვებით, ორგანიზაცია "რუსთაველის გამზირის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

     ბურჭულაძის თქმით, ხელისუფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის.

     "მოგესალმებით გულანთებულო ქართველებო. ჩვენ დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია. მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და ჩვენ ერთად დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი.

     არავითარი ხვალ, მე არ ვარ აქ და ჩვენ არ ვართ აქ მოსული, რომ რაღაც შეტაკებები მოხდეს, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ წავაგებთ, დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ.

     სხვა გზა საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ, არ გვაქვს, ამიტომ დღეს არ არის აქცია, დღეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული კრება, სადაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია, რომელიც ხელში მიჭირავს. მე ამას წაგიკითხავთ და თუ თქვენ ამას ხმას მისცემთ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წუთიდან ხელისუფლება გეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.