პარლამენტმა კონკრეტული პარტიებისა და პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა


     საქართველოს პარლამენტმა კონკრეტული პარტიებისა და პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. საკითხი კანონმდებლებმა დაჩქარებული წესით მიიღეს. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც ჯამში 4 კანონში შედის.

     თითქმის მზადაა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.