,,საქართველოს ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ აქვს"- ვაშაძე


     გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა ქუთაისის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე ის მეულესთან და შვილთან ერთად მივიდა. 

    „უპირველეს ყოვლისა, დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990 წლიდან, კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო, თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება - ეს ადამიანები მოვლენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, იმიტომ რომ საქართველოს უაზროდ, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ აქვს," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно