,,მიHას მოფიქრებული სისტემა უნდა დაინგრეს, თორემ ხომ ხედავთ, მურუსიძე აზდაკზე უკეთესი მოსამართლე ყოფილა"– გაბრიჭიძე


    ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 
 
   ,,ჩვენ ჩავიციკლეთ იმ 10 ცალ "მოსამართლეზე". ვღელავთ, ვაკრიტიკებთ, ზოგიერთებმა შახიდის ქამარიც შეიბეს.

    არა რა! ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი უბედურებები - იუსტიციის უმაღლესი ("უმაღლესი" ჰმ!) საბჭო და საერთოდ სასამართლო სისტემა, სსკ-ს უამრავი მუხლი (მაგ: ცილისწამების არარსებობა) მივივიწყეთ.

    მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, ეს ვიღაც მეთოფიშვილი (საიდან გამოეკვეხა?) დ.ა.შ. ვინ ჩემი რომანა გოცირიძეები არიან? სისტემა, ეს უსაზიზღრესი სისტემა უნდა დაინგრეს! 

    მიHას (სხვათა შორის ეს თემა იცოდა) მოფიქრებული სისტემა უნდა დაინგრეს, თორე ხომ ხედავთ, ამ კრიტერიუმებით მურუსიძე აზდაკზე უკეთესი მოსამართლე და ცქიტიშვილი სოლონზე მაგარი კანონმდებელი ყოფილა.

     შაჰიდებთან საქმე არ მაქვს, მეშინია მათი ამაყად აფეთქების. მოვსპოთ ეს მარაზმი (საერთოდ არსებული მარაზმი) და დედას გეფიცებით, საქართველო უმაგრასი სახელმწიფო იქნება!"– წერს გია გაბრიჭიძე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно