საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი" საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1995-2007 წლებში იკავებდა.