ვფიქრობ, პუტინს "ვადაზე ადრე გაუშვებენ მისივე კოლეგები"– ჯუმბერ კირვალიძე


     ვფიქრობ, პუტინს "ვადაზე ადრე გაუშვებენ მისივე კოლეგები,"– ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს.

     კირვალიძის განმარტებით, მომავალი 6 წელი პუტინისთვის და მთლიანად რუსეთისთვის მძიმე იქნება.

      ,,დღევანდელი გადასახედიდან, როგორც ჩანს: პუტინის პრეზიდენტობის მომავალი 6 წელი იქნება ბევრად რთული, წინა 18 წელთან შედარებით! რატომ? იმიტომ, რომ: ყველა დაპირება გაცემული აქვს და ახალს ვერაფერს ეტყვის რუსლანდის მოსახლეობას! უკრაინა, ყირიმი, "ყულფივით კისერზე კიდია"!  ეკონომიკაში, დასავლური ინვესტიციები და ახალი ტექნოლიგიები არ შემოვა და რაც "ზოლოტო-ვალიუტნი" რეზერვი აქვს, უმეტესად შეიარაღებაზე წავა, ნაცვლად ეკონომიკისა! ასე რომ, ეკონომიკური სტაგნაცია გარანტირებულია (,,ალყა შემორტყმული ციხე-სიმაგრის ეკონომიკასავით"!), თუ არა გაუარესება! ევრაზიული პროექტი ჩავარდა და მისი გაცოცხლება გამორიცხულია, იმავე უკრაინის გამო! ჩინეთი "კაპიკის მიმცემი არაა", თუ სამმაგი სარგებელი არ ნახა! სირია, - ხარჯი იზრდება, შედეგი უმნიშვნელოა და დასრულებას პირი არ უჩანს! მემკვიდრის საკითხი იგვიანებს, სავარაუდოდ არა აქვს გადაწყვეტილი და რუსეთის ისტორიაში, ეს მუდამ მთავრდება წინამორბედზე "ხელის შეწმენდით"!

     მოკლედ, ვფიქრობ, რომ "ვადაზე ადრე გაუშვებენ მისივე კოლეგები", ასე, 21-22 წლებში...–აღნიშნა პოლიტოლოგმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно