ყაბაყის მაჭკატები


    საჭირო ინგრედიენტები:
 
    3 საშუალო ზომის ყაბაყი;
 
    2 კვერცხი;
 
    4–5 ს/კ ფქვილი;
 
    ოხრახუში, ქინძი, რეჰანი;
 
    პილპილი;

    მარილი გემოვნებით. 
 
    ყაბაყი ჩვეულებრივი ზომის სახეხზე გავხეხოთ, დავამატოთ კვერცხი, დაჭრილი მწვანილი, ფქვილი, პილპილი, მარილი. ავურიუთ კარგად ერთგვაროვანი მასა, რომ გამოვიდეს. ცხელ ცხიმიან ტაფაზე დავდოთ თითო–თითო კოვზი და შევწვათ ორივე მხრიდან შეწითლებამდე. კარგია მაწონთან ან არაჟანთან ერთად.
 
გემრიელად მიირთვით!
 
ანა ბახტაძე
ultrapress.ge


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно