კახა კალაძე მემანქანეებს მადლობას უხდის


      კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მეტროპოლიტენის გაფიცულ მძოლებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და მათ კომპრომისის გამო მადლობა გადაუხადა. 

    კალაძის თქმით, დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
 
     ,,თქვენ იცით, რომ გუშინ ღამით შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დეტალურად არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში ფინანსურად და რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მხრიდან პრობლემები და შესაბამისად ჩემი მხრიდან იქნა გაჟღერებული პირობა, რომ 2019 წლიდან აუცილებლად დავუბრუნდებით აღნიშნულ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის სამუშაო პირობები იქნას გაუმჯობესებული. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობოსება ჩემი, როგორც დედაქალაქის მერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე, რომ მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს"– განაცხადა კახა კალაძემ.

     კახა კალაძემ გაწეული შრომისთვის ავტობუსის მძოლებს და საპარულო პოლიციას, ასევე მოსახლეობას, თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно