ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიიდან სარაკეტო იერიშის შედეგად, თურქი სამხედრო დაიღუპა


      ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ერთი თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი სამოქალაქო პირია.

     გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები თურქეთის საზღვრის მიმართულებით, ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იქნა გაშვებული.

     ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
скачать dle 11.0фильмы бесплатно